MEAMACOLLECTPRODUCTION
A+A+AWARDS გამარჯვებული · COLLECT BEACH
პარტნიორობა MEAMA-სთან

გახსენი შენი MEAMA Collect.

გახსენი და მართე საკუთარი ობიექტი MEAMA-ს ბრენდით და სტანდარტებით. განავითარე ბიზნესი ჩვენი გუნდის მხარდაჭერით.

ნახე მენიუ
პარტნიორების გამოცდილება

გაეცანი MEAMA-ს პარტნიორების გამოცდილებას

ფინანსური პირობები

პირველი 3 თვე როიალთის გარეშე.

ინდივიდუალური შეფასებისა და შეთანხმების შემდეგ შეღავათი შეიძლება დამატებით 3 თვემდე გაგრძელდეს. შეღავათის შემდეგ · ბრუნვა დღგ-ის გარეშე. 20,000 ₾-ის ჩათვლით ბრუნვაზე იხდი მხოლოდ 500 ₾-ს თვეში. 20,000 ₾-ზე მეტი ბრუნვისას როიალთი იზრდება ბრუნვის პროპორციულად.

პარტნიორობის უპირატესობები

რატომ MEAMA Collect?

ქსელის ზოგად რეკლამას MEAMA აფინანსებს. შენი ლოკაციის დამატებითი სარეკლამო კამპანიები შენი ბიუჯეტით ხორციელდება. როიალთი ითვლება თვიური ბრუნვიდან დღგ-ის გარეშე. ეს ცალკე გადასახადია: გახსნისა და მუშაობის სხვა ხარჯები მასში არ შედის.

0 ₾

პირველი 3 თვე როიალთის გარეშე

500 ₾

20,000 ₾-ის ჩათვლით ბრუნვაზე იხდი მხოლოდ 500 ₾-ს თვეში.

20,000 ₾

20,000 ₾-ზე მეტი ბრუნვისას როიალთი იზრდება ბრუნვის პროპორციულად.

რას იღებ

სრული ეკოსისტემა

პროდუქტი, გაყიდვები და 300,000+ მომხმარებელი

  • აპლიკაცია და შეთავაზებების პროგრამა;
  • ცენტრალიზებული მარკეტინგი;
  • პროგრამული მხარდაჭერა და ანალიტიკა.
რას იღებ

სტანდარტები და მხარდაჭერა

ყველაფერი რაც გჭირდება წარმატებისთვის

  • ლოკაციის შეფასება ხელშეკრულებამდე;
  • ბრენდირებული დიზაინი, სივრცის მოწყობა შენი ხედვით;
  • საოპერაციო გაიდლაინები და პროცესების სტანდარტიზაცია;
  • პერსონალის სრულყოფილი ტრენინგი;
  • Shopify POS და მართვის ციფრული სისტემები;
  • ხარისხის კონტროლი და გუნდის მხარდაჭერა მუშაობის პროცესში.
რას იღებ

პროდუქციის ასორტიმენტი

ყველა გემოვნებასთან ადაპტირებული პროდუქტები

  • MEAMA-ს პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მუდმივი განახლებით;
  • ყავა, ჩაი და მცენარეული სასმელები;
  • Wellness, ცივი და ცხელი კოქტეილები;
  • ექსკლუზიური პროდუქტები;
  • ლოკაციაზე მორგებული, დამტკიცებული დამატებითი პროდუქცია.
გახსნის დაგეგმვა · დაგეგმე შენი საწყისი ინვესტიცია
01

საწყისი ხარჯები

შენ მიერ მოძიებული ფართი და იჯარა მესაკუთრესთან. რემონტის, მოწყობის, ავეჯისა და ბრენდირების ბიუჯეტი. აღჭურვილობა შეძენით ან საგარანტიო დეპოზიტით. სარეალიზაციო პროდუქციის ღირებულება. გასაყიდი პროდუქციის პირველი შეკვეთა, რომლის ოდენობასაც თავად განსაზღვრავ. უნიფორმები და ობიექტის ყოველდღიური მართვა.

02

აღჭურვილობა · ვარიანტი A · შეძენა

შეიძინე ობიექტისთვის საჭირო აღჭურვილობა სრული ღირებულებით. საწყისი გადახდა: აღჭურვილობის სრული ღირებულება.

03

აღჭურვილობა · ვარიანტი B · საგარანტიო დეპოზიტი

განათავსე აღჭურვილობის სრული ღირებულების დეპოზიტი. თანამშრომლობის დასრულებისას თანხა ბრუნდება ცვეთისა და შესაძლო ზიანის გამოკლებით. ცვეთისა და ჩამოჭრების დათვლის წესი ხელშეკრულებით განისაზღვრება.

04

სარეალიზაციო პროდუქცია · შენი პირველი შეკვეთა

ანგარიშსწორება შეკვეთისას. გასაყიდი პროდუქციის ღირებულებას შეკვეთისას ფარავ, პირველი შეკვეთის ჩათვლით. სავალდებულო მინიმუმის გარეშე. პირველი შეკვეთის ოდენობას თავად განსაზღვრავ, შენი ლოკაციისა და მოსალოდნელი გაყიდვების მიხედვით. სრული ასორტიმენტი. ობიექტზე წარმოდგენილი უნდა იყოს MEAMA-ს პროდუქციის სრული ასორტიმენტი.

აირჩიე შენთვის შესაფერისი ფორმატი
კუნძული

კუნძული

მცირე ინვესტიცია, უნიკალური დიზაინი და სწრაფი ინსტალაცია. იდეალურია მოლებისთვის, ოფისებისთვის და მაღალგამტარი ზონებისთვის.

ჩაშენებული

ჩაშენებული

იდეალურია მაღალგამტარ, ურბანულ სივრცეებში. სრულყოფილად ერწყმის ქალაქის ინფრასტრუქტურას და მომხმარებელს აწვდის სწრაფ, გემრიელ და ხარისხიან სასმელებს.

კონტეინერი

კონტეინერი

იდეალურია გარე სივრცეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გადაადგილება, რაც მას განსაკუთრებით გამოსადეგს ხდის სეზონურ ან დროებით ლოკაციებზე.

სანაპირო

სანაპირო

ეს უნიკალური კონცეფცია გათვლილია ზაფხულის სეზონზე. ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა დატკბნენ გამორჩეული ყავით, ჩაით და ველნეს კოქტეილებით ზღვის ფონზე.

სივრცე

სივრცე

ჰიბრიდული ფორმატი აერთიანებს Meama-ს სივრცეს და Collect-ს ერთ კონცეფციაში. მომხმარებელს სთავაზობს ეკოსისტემის სრულ ასორტიმენტს და დასასვენებელ სივრცეს.

შენი ხედვით

ბრენდირებული დიზაინი, სივრცის მოწყობა შენი ხედვით;

გაქვს ლოკაცია ან იდეა?

შეავსე განაცხადი და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდება. პარტნიორობა იწყება საუბრით.

საერთაშორისო აღიარების მქონე დიზაინი

Meama Collect-ის ზღვისპირა კონცეფცია Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია.

A+ArchitizerA+AWARDS 2022 · WINNER

ეს არის მსოფლიოში აღიარებული დიზაინისა და წარმატების მაგალითი, რომელსაც ახლა შენ აგრძელებ

წაიკითხე Architizer-ზე
Architizer A+Awards 2022
კომერციული · Pop-Up და დროებითი
ჟიურის გამარჯვებული
საერთაშორისო ჟიური
მაყურებლის რჩეული
საჯარო ხმის მიცემა
ხმალაძე არქიტექტები
ბათუმის სანაპირო, 2021

იპოვე შენი Collect.

მდებარეობის განსაზღვრა…

23 ლოკაცია

პარტნიორობის პირობები.

პასუხები კითხვებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

პარტნიორობის საბოლოო პირობები წერილობით ხელშეკრულებებში განისაზღვრება, იჯარის, სურსათის, შრომისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.

რა ხარჯები უნდა გავითვალისწინო დაწყებისას?

საწყის ბიუჯეტში გაითვალისწინე ფართის ქირა, მესაკუთრესთან შეთანხმებული ავანსი და დეპოზიტი, რემონტი, მოწყობა, ავეჯი, საფირმო აბრა და უნიფორმები.

აღჭურვილობისთვის ირჩევ შეძენას სრული ღირებულებით ან სრული ღირებულების საგარანტიო დეპოზიტს. ეს აღჭურვილობის დეპოზიტია და განსხვავდება იჯარის დეპოზიტისგან.

ბიუჯეტში უნდა შევიდეს სარეალიზაციო პროდუქციის ღირებულებაც: გასაყიდი პროდუქციის ღირებულებას შეკვეთისას ფარავ, პირველი შეკვეთის ჩათვლით. პირველი შეკვეთის ოდენობას თავად განსაზღვრავ.

პირველი 3 თვის შეღავათი მხოლოდ როიალთს ეხება. სხვა ხარჯები შენს პასუხისმგებლობაში რჩება.

რა პროდუქციის დამატება შემიძლია?

შეგიძლია დაამატო ადგილობრივ მოთხოვნაზე მორგებული, ნებადართული და არაკონკურენტი პროდუქცია. მისი ხარისხი წინასწარ უნდა დამტკიცდეს.

მზა საკვების მწარმოებელსა და მომწოდებელს უნდა ჰქონდეთ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტები. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარიულ ნორმებს.

MEAMA-ს პროდუქციასა და სავალდებულო ინგრედიენტებს მხოლოდ MEAMA-სგან შეიძენ. შესაბამის სიას ცალკე მიიღებ.

როგორ შევიძინო დამატებითი პროდუქცია?

დამტკიცებული დამატებითი პროდუქციის შესყიდვისთვის ორი გზა გაქვს:

პირდაპირ დისტრიბუტორისგან. პროდუქციას ყიდულობ დამტკიცებული დისტრიბუტორისგან, რომელიც მას პირდაპირ შენს ობიექტზე მოგაწვდის.

MEAMA-ს მეშვეობით. შეკვეთის საფასურს უხდი MEAMA-ს. პარტნიორი დისტრიბუტორი პროდუქტს პირდაპირ ობიექტზე მოგაწვდის.

იპოვე უკეთესი ფასი? შეგვატყობინე, რათა ამ შესაძლებლობით მთელმა ქსელმა ისარგებლოს.

როგორ ირჩევა ფართი და ვინ აფორმებს იჯარას?

ფართს შენ ეძებ და მესაკუთრესთან პირობებს თავად ათანხმებ. ხელშეკრულებამდე MEAMA აფასებს მომხმარებელთა ნაკადს, კომერციულ პოტენციალსა და უსაფრთხოებას. თუ ფართი მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ვაგრძელებთ. სხვა შემთხვევაში საჭიროა ახალი ლოკაციის მოძიება.

იჯარის ხელშეკრულებას უშუალოდ მესაკუთრესთან აფორმებ. MEAMA იჯარის ხელშეკრულების მხარე არ არის. ქირას, ავანსსა და დეპოზიტს მესაკუთრესთან ერთად განსაზღვრავ.

ვინ აფინანსებს რემონტს, ავეჯსა და აბრას?

რემონტსა და მოწყობას შენ აფინანსებ. სივრცე შეგიძლია საკუთარი გემოვნებით მოაწყო, MEAMA-ს სტანდარტების დაცვით.

ავეჯს თავად ირჩევ. ის უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტებს და არ უნდა ჰქონდეს სხვა ბრენდების ლოგოები.

საფირმო აბრის ხარჯსაც შენ ფარავ. მისი ფასი განისაზღვრება ზომისა და დიზაინის მიხედვით.

რა სტანდარტები მოქმედებს ყოველდღიურად?

ყველა თანამშრომელი ატარებს დამტკიცებულ უნიფორმას, რომელსაც MEAMA-სგან იძენ.

თუ იპოვი იდენტური ხარისხისა და სტანდარტის უნიფორმას უფრო იაფად, MEAMA მას ამ მომწოდებელთან მთელი ქსელისთვის შეუკვეთავს.

ობიექტი ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული და MEAMA-ს სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. პროდუქციისა და მენიუს წარმოდგენა უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის ვიზუალურ სტანდარტებს.

როგორ ხდება უსაფრთხოებისა და ხარისხის მონიტორინგი?

ყველა ობიექტზე სავალდებულოა MEAMA-სთვის კამერების პირდაპირ ვიდეონაკადზე 24/7 წვდომა, უსაფრთხოებისა და სტანდარტების მონიტორინგისთვის.

კამერების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს.

როგორ ფინანსდება რეკლამა და თანხმდება აქციები?

ქსელის ზოგად რეკლამასა და აქციებს MEAMA აფინანსებს. საერთო კამპანიები, განსაკუთრებით ფასდაკლებები, ყველა პარტნიორთან თანხმდება.

შენი ლოკაციის დამატებითი სარეკლამო კამპანიები შენი ბიუჯეტით ხორციელდება.

MEAMA-ს გუნდი გაგიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და დაგეხმარება ობიექტის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში.